მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pandora აცხადებს, რომ მათი ბიზნესი ჩინეთში "გაჩერებულია"

5e3955b41eb85
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.20 21:40
844
როგორც საიუველირო ნივთების მწარმოებელი კომპანია Pandora აცხადებს, მათი ბიზნესი ჩინეთში გაჩერებულია. კომპანიას მაღაზიების მესამედის დახურვა მოუწია კორონავირუსის გამო, მაშინ როცა ჩინეთი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთვარი ბაზარია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანია აღნიშნავს, რომ მათი საიუველირო ნაწარმის გაყიდვების დაახლოებით 10%-ი ჰონგ-კონგზე, ზოგადად ჩინეთზე და მის ტურისტებზე მოდის.

Pandora აცხადებს, რომ კომპანიამ მთავრობის მითითების საფუძველზე 240 მაღაზიიდან 70 დახურა და მათი მოქმედი მაღაზიების ძირითადი ნაწილი სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული.

ბოლო პერიოდში Pandora -ს გაყიდვები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. ეს იმ სწორად ნაპოვნი ნიშის დამსახურებაა, რომლის დაკავებაც კომპანიამ შეძლო. მისი პროდუქცია ადგილს იკავებს H&M-ის იაფასიან ბიჟუტერიასა და Tiffany & Co.-ს ძვირად ღირებულ საიუველირო ნაწარმს შორის.