13.სექტემბერი.2018 23:27
ეკონომიკა

"პანორამა-თბილისში" 550 კვ.მ კომერციული ფართი 6,5 მლნ დოლარად იყიდება

"პანორამა-თბილისში"  550 კვ.მ  კომერციული ფართი 6,5 მლნ დოლარად იყიდება
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თავისუფლების მოედანზე მშენებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში ფართების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვის ცნობილ ვებ-გვერდ myhome.ge-ზ არის განთავსებული.  სარეკლამო ტექსტი 29 აგვისტოთი თარიღდება. 

„იყიდება 550 კვ.მ კომერციული ფართი 6 მეტრიანი ჭერით, 300 კვ.მ ანტრესოლის მოწყობის პერსპექტივით, პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ შენობასი თავისუფლების მოედანზე. ფასი 6 500 000$ + დღგ. ფართი ჩაგბარდებათ თეთრი კარკასის მდგომარეობით 2018 წლის სექტემბრისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Bm.ge -მ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკა და ქ-ნ მარიკას ესაუბრა, რომელიც უძრავი ქონების სააგენტო „ახალი სახლის“ (მისამართი: ხილიანის 4) აგენტად გაგვეცნო. მისი თქმით, სარეკლამო განცხადება myhome.ge-ზე მათმა სააგენტომ განათავსა და ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ფართს ყიდიან.

ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა ქ-მა დალიმაც, რომელმაც თავი  ასევე "ახალი სახლის" აგენტად წარმოგვიდგინა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge თანაინვესტირების ფონდსაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნული ფართები ფონდის საკუთრება არაა და შესაბამისად, ფართს ისინი არ ყიდიან. 

"GCF, GTDF და მათი რომელიმე შვილობილი კომპანია არ ჰყიდის აღნიშნულ ფართს. მიწის შეძენისას, მიწის თანამესაკუთრე ორმა იურიდიულმა პირმა მოითხოვა თანხის ნაცვლად ფართის მიღება. სწორედ ერთ-ერთი იურიდიული პირი ყიდის მისთვის გადაცემულ ფართს", - განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 17:05
53

ლარი დოლართან მიმართებით 2.89-მდე გაუფასურდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 17:00
56

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 16:28
351

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მაია ცქიტიშვილს პასუხობს

ვრცლად
23.ივლისი.2019 16:00
97

„კანადასთან საინვესტიციო შეთანხმება კანადელ და ქართველ ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:18
235

ქართული ბანკების მიმართ მოქალაქეთა პრეტენზიები 69%-ით გაიზარდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 14:34
265

ერთი დოლარის ღირებულება 2.90 ლარამდე გაიზარდა

ვრცლად