09.სექტემბერი .2019 17:45

პაპაშვილი: ლარის სტაბილურობა აღარ გვინდა, ახლა მისი ჩამოწევა გვინდა

views 2516
უკან

„ლარის სტაბილურობა აღარ გვინდა, ახლა მისი ჩამოწევა გვინდა,“ - ამის შესახებ BM.GE-ს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ლარის კურსის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ახალ მთავრობას და ეროვნულ ბანკს რა ბერკეტებიც აქვს ყველაფერი უნდა გამოიყენოს, რათა ლარის კურსი ნორმის ფარგლებში მოიყვანოს.

ბიზნესმენი ახალი პრემიერის გიორგი გახარიას გამოწვევად ლარის კურსთან ერთად ბიზნესისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასაც ასახელებს.

„წინა პრემიერების დროს კომუნიკაცია არ გვაკლდა. ჩვენ სისწრაფე და სწორი გადაწყვეტილებები გვაკლდა. გახარიას ცოდნის მხრივ საკითხის თავიდან შესწავლა არ მოუწევს. პირველივე დღეებში გამოჩნდება კომუნიკაცია როგორ დაიწყება.

დღეს ქვეყანაში დამღუპველი ლარის კურსი გვაქვს, რაც მისახედია. ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ამ წუთას დამღუპველი სწორედ ლარის კურსია. სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაცემულია“ - განაცხადა პაპაშვილმა.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერად ხმათა უმრავლესობით, 98 ხმით აირჩია. გახარიას განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური, ხოლო თუ აქ ჩავარდნები იყო, ის გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა