მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა: 2017 წელს სავალუტო სესხი 170,000 ადამიანს ჰქონდა, დღეს 70,000-ს აქვს

61543d3024a3d
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.21 14:30
645
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს მიღებამ და სავალუტო სესხებთან დაკავშირებით ცვლილებების გატარებამ მსესხებლების მოწყვლადობა შეამცირა.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას ლეჟავა აცხადებს, რომ თუ 2017 წელს 170,000 ადამიანს ჰქონდა სავალუტო სესხი დღეს მათი რაოდენობა 70,000-მდე არის შემცირებული. შესაბამისად, 100,000-ით ნაკლები მსესხებლის პირობებში გაცილებით მცირეა მათი რაოდენობა, ვინც გასული ეკონომიკური კრიზისის და სავალუტო შოკის დროს საკუთარი სესხის მოცულობის ზრდით დაზარალდებოდა.

“შედარებით უფრო ჯანსაღი საკრედიტო პორტფელი გვაქვს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ გქვონდა. იმედი გვაქვს, რომ ლარიზაცია ზრდას განაგრძობს და ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება არ დგას. თუმცა თუ დავინახეთ, რომ მიილია ამ ღონისძიებების ეფექტი და ფინანსურ სექტორში დაიწყო რისკების დაგროვება, ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.

შეგვიძლია შევხედოთ უმოქმედო სესხების მაჩვენებელს, რაც წინა პერიოდში დეფოლტების ზრდაში გამოხატებოდა. 2018 წლამდე დეფოლტების ზრდის ტემპი გაიზარდა და საცალო სეგმენტში 10%-ს აღწევდა. შემდეგ წლებში რეგულაციების შემოღებასთან ერთად დეფოლტების დონე შემცირდა და ის დღეს 3%-თან ახლოსაა. ამასთან კონკრეტულ რიცხვებზე რომ გადავიდეთ. ფიზიკური პირების რაოდენობა, ვისაც სავალუტო სესხი ჰქონდა 2017 წელს იყო დაახლოებით 170,000 დღეის მდგომარეობით სავალუტო მსესხებლების რაოდენობა 70,000-მდე არის შემცირებული. შესაბამისად, 100,000 მსესხებელს ვალის ტვირთი კურსის გაუფასურების გამო არ გაეზარდა,”- აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

ეროვნულმა ბანკმა დღეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, არსებული მდგომარეობით შინამეურნეობების სესხების ჯამი მშპ-ს 41%-ს შეადგენს.