საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დღეს ქვეაყანაში უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება შეიმჩნევა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, არსებული კრიზისის ფონზე, უძრავ ქონებაზე ფასების ისეთივე მკვეთრი კლება, როგორც ეს 2008 წლის კრიზისის დროს იყო, მოსალოდნელი არაა, რადგან ქვეყნის საბანკო სისტემა იპოთეკური სესხების გაცემას აქტიურად განაგრძობს, რასაც იპოთეკების სუბსიდირების პროგრამაც უწყობს ხელს. ლეჟავას თქმით, დღეს ახალი იპოთეკების 35%-40% სწორედ სახელმწიფო თანადაფინანსების პირობებში გაიცემა.
“დღეს ვხედავთ, რომ ოდნავ შემცირებულია უძრავი ქონების ფასები, თუმცა არა მატერიალურად, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ბანკების მიერ იპოთეკური სესხების აქტიური დაკრედიტებით. თავის მხრივ, სახელმწიფო პროგრამაც ახდენს ამაზე გავლენას. სუბსიდირების პროგრამაც რაც ამოქმედდა, ერთ-ერთი ხელშემწყობია. უძრავი ქონების ფასების ვარდნა ორი მიმართულებით აისახება ფინანსურ სექტორზე, ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი. რა თქმა უნდა, საფინანსო სექტორზე გაცემული უძრავი ქონების სესხები არის საკმაოდ დიდი ზომის თუ ამ სექტორში შეიქმნა პრობლემები ის პირდაპირ ასახვას პოვებს ამ პორტფელის ხარისხზე. ასევე, არის არაპირდაპირი გავლენაც, რადგან სხვა სესხებშიც ხშირად უზრუნველყოფის სახით არის გამოყენებული უძრავი ქონება, ამ ქონების ფასის ვარდნა გააუარესებს სესხების ხარისხს და ნეგატიურად აისახება ამ სექტორზე.
პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დღეს, დაახლოებით, იპოთეკური სესხების 35-40% გადის.
კარგი იქნება პარალელი გავავლოთ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ წინა კრიზისთან, რაც 2008-2009 წლებში იყო. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ უძრავი ქონების ბაზარზე საფასო ბუშტს. გახსოვთ ალბათ 2006-2007 წლებში მკვეთრად იზრდებოდა უძრავ ქონებაზე ფასები, რის შემდეგაც 35%-იანი ვარდნა იყო,” - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
TBC Research-ის მონაცემებით, სექტემბერში ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 1-28 სექტემბრის პერიოდში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +20% შეადგინა.
პაპუნა ლეჟავა “საქმიან დილაში”
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის