მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა: სებ-ის თანამშრომელს განმეორებითი ტესტის პასუხის შემდეგ გამოწერენ

5e99650754e5b
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 12:50
1004
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ COVID-19-ით ინფიცირებული სებ-ის ერთ თანამშრომელს კლინიკიდან განმეორებითი ტესტის პასუხის შემდეგ გაწერენ. ლეჟავა ამბობს, რომ სხვა ინფიცირებულების მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება.

“ჩვენს თანამშრომლებს რაც შეეხება, მათი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. ერთი საკმაოდ სასიხარულო ფაქტიც გვაქვს, ჩვენი ერთი თანამშრომელი, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა და ტესტირების განმეორებით პასუხს ელოდებიან, რომ გამოწერონ. დანარჩენების მდგომარეობაც ნელ-ნელა უკეთესდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო კვირებში ყველა სრულად გამოჯანმრთელდება", - ამბობს პაპუნა ლეჟავა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ 16 თანამშრომელს დაუდგინდა COVID-19.

17 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 370-ს შეადგენს, მათგან 77 ვირუსისგან უკვე განიკურნა. აღრიცხულია გარდაცვალების სამი შემთხვევა.