მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პარაგრაფ შეკვეთილი”: სასტუმროში ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების გადანაწილება 50/50-ზეა

60fa71145ac36
ლიკა გურაბანიძე
25.07.21 12:23
4074

“დღეის მდგომარეობით 50/50-ზეა სასტუმროში ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების გადანაწილება,” - ამის შესახებ “პარაგრაფ შეკვეთილის” გენერალურმა მენეჯერმა ელენე შარიქაძემ გადაცემაში “საქმიანი დილა” ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის სეზონი სასტუმროში პოზიტიურად მიმდინარეობს.

“დღეს პარაგრაფი სრული დატვირთულობით მუშაობს. დატვირთულობამ იმატა, გასაყიდი ფასის საშუალო მაჩვენებელიც გაუმჯობესებულია. ეს სიტუაცია აგვისტოს ბოლომდე არ შეიცვლება. ფასების პოლიტიკის გადახედვა ყოველთვიურ რეჟიმში ხდება და ის დინამიურია, ყველაფერი კონკრეტული კატეგორიების ოთახებზეა დამოკიდებული.

ივნის-ივლისის მონაცემებით 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს თითქმის გავუტოლდით, რაც ჩვენთვის ძალიან დადებითი დინამიკაა. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე წელს პოზიტიური შედეგებით დავხურავთ ვიდრე ეს გასულ წელს იყო.” - განაცხადა შარიქაძემ.