პარაშუტით ხტომა საქართველოშიც შესაძლებელი ხდება. კომპანია Better2fly Skydive Georgia-ის ინიციატივით მიმდინარე კვირაში პირველ ფრენას შეასრულებს. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ქიქაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ე.წ. skydiving 3 000 მეტრი სიმაღლიდან, ნატახტრის აეროდრომის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი . მისი ღირებულება 450$ იქნება, ხოლო პირველ 10 მონაწილეზე ვრცელდება ექსკლუზიური შეთავაზება.
“საბჭოთა კავშირის შემდეგ მსგავსი არაფერი არსებობდა საქართველოს ბაზარზე და როდესაც იდეის რეალიზაცია გადავწყვიტეთ, ისეთი პრობლემების წინაშე დავდექით როგორიცაა მაგალითად პროფესიონალი ინსტრუქტორის არარსებობა, პრობლემა იყო საფრენი აპარატის პოვნა, თუმცა, ავიაციის სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერის შედეგად მიზანს მივაღწიეთ და ეს სრულიად მიძინებული ინდუსტრია გამოვაღვიძეთ,”-აღნიშნა ირაკლი ქიქაიძემ.
მისი თქმით, დღეს უკვე ყველა ტიპის ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და უახლოეს დღეებში განხორციელდება პირველი ფრენა.
“სიახლის გაჟღერების შემდეგ არ წყდება დაინტერესება ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ერთადერთი რაც პრობლემას წარმოადგენს მომხმარებლებისთვის, ეს არის ღირებულება - 450$. რეალურად ფასი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. აქ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, სამსახური, ადამიანია ჩართული. მაგალითად ვერ ვიფრენთ თუ ნებართვა არ გვაქვს ავიაციის სააგენტოდან, ან თუნდაც მეტეო სამსახურიდან. პროცესში ჩართულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ვალდებულია თითოეულ ფრენაზე ამოწმოს საფრენი აპარატი და ამ ყველაფრის გაერთიანებით ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად უსაფრთხო ფრენას და პარაშუტით ხტომას, ამიტომ ფასიც გვიძვირდება. თუმცა სურვილიც გვაქვს და სამომავლოდ იგეგმება კიდევ ამ ფასის შემცირება,” - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
ქიქაიძის თქმით, უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს უფრო დიდი საფრენი აპარატების ყიდვას, საიდანაც ერთდროულად რამდენიმე ფრენა შესრულდება და ეს უკვე განაპირობებს ღირებულების შემცირებასაც ე.წ. Skydiving-ზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის