მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PARFOIS-ის რამდენიმე მაღაზია იხურება

5f55f9e7e572a
თამუნა ქემერტელიძე
07.09.20 14:05
1354
PARFOIS-ის რამდენიმე მაღაზია იხურება, - ამის შესახებ „საქმის კურსს“ „აი სი არ ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა ზურა ადეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება მაღაზიას, რომელსაც ფინანსურად კარგი შედეგები პანდემიამდეც არ ჰქონდა.

ამასთან, ადეიშვილის განმარტებით, კომპანია მიმდინარე წელს ახალი ბრენდების შემოყვანას და მაღაზიების დამატებას აპირებდა, თუმცა არსებული სიტუაციის გამო გეგმები შეეცვალათ.

რაც შეეხება მოლოდინებს, ზურა ადეიშვილი შემოდგომასა და ზამთარში დაბალ მოთხოვნას და შესაბამისად, რეალიზაციის 30% -ით შემცირებას პროგნოზირებს.

“მიმდინარე წელს ვგეგმავდით ახალი ბრენდების შემოყვანას და მაღაზიების გახსნას, რომელიც მთლიანად გავაჩერეთ, რადგან გაურკვეველი სიტუაცია იყო - დღემდე კიდევ არ ვიცით, რა იქნება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალიზაციაში ჩამორჩენა გვაქვს 10%-ით, აქ საუბარი მაქვს ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდზე, ხოლო წლიურ ჭრილში თუ შევადარებთ, 30%-იანი კლებაა. სიმართლე გითხრათ, უფრო პესიმისტური მოლოდინი გვქონდა, განახევრებასაც კი ველოდით. თუ შენარჩუნდა ის ტრენდი, რაც გქონდა, მაშინ ახალი ბრენდების შემოყვანას დავიწყებთ”, - აცხადებს ადეიშვილი.