31.აგვისტო .2020 20:21

პარიზი COVID-19-ზე ტესტირების მასშტაბებს ზრდის

views 277
უკან

პარიზი COVID-19-ზე ტესტირების მასშტაბებს ზრდის, მას შემდეგ რაც სპორტული ღონისძიება "ტურდეფრანსის" ორგანიზატორებს თავის ტკივილი გამოუვლინდათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ორი მოძრავი ლაბორატორია ჩაატარებს COVID-19-ზე ტესტირებას სრულიად უფასოდ პარიზის მასშტაბით.

გასულ კვირას, საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა მარტის შემდეგ და კორონავირუსით დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,379 შეადგინა. გასული კვირის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა გასამმაგებულია.

აღსანიშნავია, რომ "ტურდეფრანსი" არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ველოშეჯიბრი მთელს მსოფლიოში, რომელიც გუშინ დაიწყო და შეჯიბრს მილიონობით მაყურებელი ჰყავს.