14.აგვისტო .2020 11:21

პარიზი კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო ისევ “წითელ ზონად” გამოცხადდა

views 657
უკან

საფრანგეთის მთავრობამ პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადა, რადგან ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია კორონავირუსით დაინფიცირების რისკები. ამის შესახებ U.S.News-ი საფრანგეთის მთავრობის განკარგულების საფუძველზე წერს.

აღნიშნული განკარგულება, საფრანგეთის მთავრობას აძლევს საშუალებას შეზღუდოს ადამიანებისა და ავტომომობილების გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება.

განკარგულების მიხედვით, მთავრობას აქვს უფლება დახუროს ზოგიერთი დაწესებულება, თუ აღნიშნული ადგილი ინფიცირების რისკს ზრდის.

ქვეყანამ აღნიშნული განკარგულების დაწესება ბოლო ორ კვირაში გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების გამო მიიღო.

14 აგვისტოს მონაცემებით, საფრანგეთში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 209,369 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 30,388 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 83,472 ინფცირებული.