მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის Disneyland-ის გახსნა ისევ გადავადდა

6006bef967f7f
ნათია თაქთაქიშვილი
19.01.21 15:39
520
პარიზის Disneyland-ის გახსნა ისევ გადავადდა; გასართობი პარკის გახსნის თარიღად ამჟამად 2 აპრილი სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცლებს.

გამოცემა Disneyland-ის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გასართობი პარკის გახსნა 13 თებერვლისთვის იყო დაანონესბული.

„ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო, პარიზის დისნეილენდი, როგორც დაგეგმილი იყო, 13 თებერვალს არ გაიხსნება. თუ მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, დისნეილენდს 2021 წლის 2 აპრილს ხელახლა გავხსნით“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამ მილიონს აღწევს. პანდემიამ ქვეყანაში 70 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Reuters-ი წერს, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 422 000-ზე მეტ ადამიანს გაუკეთდა.