მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის საავადმყოფოები მოსახლეობას კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებენ

601e33668868e
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 10:41
823
პარიზის საავადმყოფოები კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინში არიან. როგორც Bloomberg-ი წერს, საფრანგეთის კოვიდ-შეზღუდვები ვირუსის შეკავებას ვეღარ ახერხებს და ქვეყანა ინფიცირების ახალ ტალღას ელოდება. ამის შესახებ პარასკევის ბრიფინგზე პარიზის კლინიკების ოპერატორის, AP-HP-ის სამედიცინო კრიზისების დირექტორმა ბრუნო რიუმ განაცხადა.

„ნათელია, რომ ჩვენ მომდევნო კვირებში ძალიან რთული პერიოდი გველის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, მხოლოდ პარასკევს ქვეყანაში კორონავირუსის 22 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 651 ადამიანი. საერთო ჯამში საფრანგეთში 78 603 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს. ხოლო 3 296 747 დაინფიცირდა.