მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზსა და მის შემოგარენში კორონავირუსის 1,3 მლნ ტესტის ჩატარებას გეგმავენ

5ef5fc56b8b87
BM.GE
26.06.20 20:20
933
საფრანგეთის ხელისუფლება პარიზსა და მის ახლომდებარე დასახლებებში კორონავირუსის 1,3 მილიონ ტესტს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანიმ განაცხადა, ექსპერიმენტის მიზანს ვირუსის გავრცელების ფარული წყაროებისა და კლასტერების გამოვლენა წარმოადგენს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტირება 30 რაიონში ჩატარდება. მოქალაქეებს ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად სამინისტრო თავად მიიწვევს. ოლივიე ვერანის თქმით, თუ ეს ცდა წარმატებული აღმოჩნდა, მეთოდს საფრანგეთის სხვა ნაწილებშიც მიმართავენ.

„ჩვენ ვირუსის პიკი გადავიარეთ მარტსა და აპრილში, მაგრამ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ხანგრძლივ შეკრებებს და საფრთხის შემცველ ქმედებებს“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.