მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს

627a3b57b6385
მარიამ ვარადაშვილი
10.05.22 14:25
583
მომავალი კვირიდან პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა 2022 წლის პირველ სამ თვეში მშპ-ს კარგი ზრდა გვაქვს - 14.4 %. ასევე დაგეგმილთან შედარებით მეტი შემოსავლები მივიღეთ გადასახადებიდან.

ბიუროს სხდომაზე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა ყურადღება.

„იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, რომელიც ყოველთვის ინდიკატორია და გვაჩვენებს როგორ ვითარდება ეკონომიკა, უფრო მეტი მივიღეთ ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და 3 მილიარდ 688 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.

გადასახადების მიხედვით თუ ჩავშლით: მოგების გადასახადი 124.1 %-ით (134 მილიონი ლარით მეტი) შესრულდა. დღგ-ს ნაწილშიც - გადაჭარბებაა 112.7% (146 მილიონ 800 ათასი ლარით მეტი). 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მილიარდ 266 მილიონ 400 ათასი ლარი,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების მაჩვენებლების განხილვის გრაფიკი უკვე გაწერილია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას 1-ელ ივნისს გამართავს.