საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, პარლამენტი პენსიის ინდექსაციისა და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისიწნებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვებს იწყებს.
მისი თქმით, წელს, 1 იანვრიდან პენსიები 20 ლარით გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხორვები პენსიონერებისთვის კიდევ უფრო მაღალი კოეფიციენტით არის გაზრდილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ყოველთვიურად დანაკლისს განიცდის, ძალაში დარჩა მასში ჩადებული ცვლილება, რომ 30 ლარით გაიზარდოს პენსია 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის. ინდექსაციის საკითხი კი კიდევ უფრო მეტ ზრდას ითვალისწინებს. კოეფიციენტები კორელაციაშია ინფლაციის მაჩვენებლებთან, ხოლო 70 წელს ზევით პენსიონერებისათვის დამატებით გათავლისწინებულია რეალური ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის 80 %, არანაკლებ 20 და 25 ლარისა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი ინფორმაციით, კანონპროექტი ძალაში შევა 2021 წლის 1 ინვრიდან. მისივე თქმით, ამისთვის ბიუჯეტში დამატებით საჭირო იქნება 230 მლნ ლარი.
„რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ანტიკრიზისული პროგრამით გამოცხადებული იყო, რომ ვისაც 1500 ლარამდე აქვს ხელფასი და ასევე კომპანიები, რომლებიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, 750 ლარის ნაწილში გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან. ამ კანონპროექტის განხილვას ვიწყებთ დაჩქარებული წესით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის