მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი დღეს ახალ მთავრობას დაამტკიცებს

60328eb7b1a91
BM.GE
22.02.21 09:00
558
პარლამენტი დღეს ახალ მთავრობას დაამტკიცებს. უკვე ორი დღეა საქართველოს პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს კომიტეტებში უსმენს. დღეს კი მთავრობის ახალი ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება უნდა მოხდეს. პარლამენტის პლენარულ სხდომამდე, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნულიი, მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციურ ჯგუფებთან მოწევთ შეხვედრა.

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ახალი მთავრობის დამტკიცება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა. გადაწყვეტილება მან გასულ ხუთშაბათს მიიღო. იმავე დღესვე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.