მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი მართვის მოწმობის გამოცდის დამატების საკითხის განხილვას იწყებს – რა იცვლება?

5f4f37b695a79
ინგა მურუსიძე
03.09.20 00:00
7172
მართვის მოწმობის აღების წესის ცვლილებაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ბიუროზე დარეგისტრირებულია საკითხი, რომელიც მართვის მოწმობის აღების მეორე ეტაპს ითვალისწინებს.

კერძოდ, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.

კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება საგამოცდო მარშრუტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სვლაგეზი, სადაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივით, „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი.

კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას ჩადენილი ცალკეული სამართალდაღვევებისთვის პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.