მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს - თალაკვაძე

60409f37360c4
BM.GE
04.03.21 12:46
675

„ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დღეს პრემიერმა მინისტრებს დავალება მისცა ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით რიონის ხეობაში ჩავიდნენ და მოსახლეობასთან კომუნიკაცია აწარმოონ. ამასთან მინისტრებს ღარიბაშვილმა ისიც დაავალა, რომ საკითხთან დაკავშირებით განხილვები პარლამენტშიც გაიმართოს. 

"აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ კითხვებს მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ლევან დავითაშვილს ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად და დაიწყეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბერთ და აუხსენით, რასთან დაკავშირებითაც აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო მინისტრებს, გამართეთ საკომიტეტო მოსმენები. პარალმენტშიც შეიძლება მოვიწვიოთ ამ საკითხით დაინტერესებული პირები, რათა მათი მონაწილეობით გაიმართოს მოსმენები. ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი.

ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადექვატურად. იცით, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკაში არის შემდეგი, რომ ყოველ წელს 100 მეგავატი სიმძალვრის ჰესი უნდა შენდებოდეს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. აქ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“-განაცხადა პრემიერმა.