მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი პრემიერის ანგარიშს, სავარაუდოდ, 30 ივნისს მოუსმენს - პაპუაშვილი

64786025d32e6
მარიამ ვარადაშვილი
01.06.23 13:07
466

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “კაპრიზებით” პარლამენტი არ მოქმედებს და პრემიერის წლიურ ანგრიშს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოუსმენენ. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა მთავრობის წლიური ანგარიში პარლამენტში უკვე შევიდა. 

“ეს ანგარიში, როგორც ყველა პროცედურასთან დაკავშირებით ხდება, ბიუროს გადაეცემა. ბიურო ანაწილებს და გადასცემს ამ ანგარიშს საპარლამენტო სუბიექტებს, კომიტეტებს, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს. იცით, რომ ორშაბათს, 17:00 სთ-ზე ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული. გამოვა ბიუროზე ეს საკითხი და გადაეცემა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და კომიტეტს. არასდროს არაფერი დამალულა. სხვათა შორის, პარლამენტი გამორჩეულია გამჭვირვალობით და ინფორმაციის საჯაროობით, აქაც ზუსტად ასე იქნება. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გადაცემა, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ, შემდეგ მედიასაც ექნება წვდომა ამ დოკუმენტზე. აპარატს კონსულტაციები ჰქონდა უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან. ორი სასესიო კვირა გვაქვს დარჩენილი. მეორე სასესიო კვირაზე დიდი ალბათობით, 30 ივნისს იქნება პრემიერის ანგარიში”,-ამბობს პაპუაშვილი.