მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

641d5389c716f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 11:38
1138
საპარლამენტო უმრავლესობის 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, მოგვიანებით კი პლენარულმა სესიამ დადგენილებებს კენჭი უყარა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. 

კომიტეტის სხდომაზე უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშნულ გიორგი ამილახვარს, ასევე პრემიერის მრჩევლებად დანიშნულ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ნინო იობაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნულ გიორგი ხელაშვილს შეუწყდათ.

ვადამდე შეწყვეტილი უფლებამოსილების პირთა სიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კოვზანაძეა, რომელმაც დეპუტატის მანდატი საკუთარი განცხადების საფუძველზე დათმო.