მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ბრიფინგების დარბაზს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

61a895d544a1e
BM.GE
02.12.21 13:43
539
"ბრიფინგების ოთახი" დღეიდან საქართველოს ეროვნული გმირის სახელს ატარებს. პარლამენტის B კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.

ინიციატივა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს ეკუთვნის.

„მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზისთვის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში.

დიდი მადლობა, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.