მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ხვალ ექიმებს შეხვდება

5e2ee4facd0be
ინგა მურუსიძე
27.01.20 17:25
1036
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ხვალ ექიმებს შეხვდება. დეპუტატები მათ პრობლემებს პირადად მოისმენენ.

როგორც bm.ge-ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ განუცხადა, შეხვედრა ფრაქციის ინიციატივით გაიმართება და მას დამოუკიდებელი დეპუტატები და ექიმები დაესწრებიან.

„შევხვდებით ექიმებს, რომ პირველწყაროსგან მოვისმინოთ, თუ რა პრობლემები აქვთ ზოგადად და ასევე, 520-ე დადგენილების ამუშავების შემდეგ. მოგეხსენებათ, 2 თვე გავიდა და როგორც ექიმები ამბობენ, პირველი უარყოფითი შედეგები უკვე აქვთ. საბჭო არსებობს, თუმცა ექიმებისვე ინფორმაციით, გადაწყვეტილებების მიღება იწელება. ექიმებს მოვუსმენთ და როგორც კი შესაძლებლობა გვექნება ამ კითხვებს და პრობლემებს მინისტრის წინაშე დავაყენებთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეხვედრა პარლამენტში, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძის მისვლა მოითხოვეს.