გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“-ს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილული იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს ორი ინიციატივა, რომელთა მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ერთი ინიციატივა მუნიციპალიტეტების მხრიდან ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაზე მუშაობას უკავშირდება.
„ეს პროგრამა დაიწყება საპილოტე მუნიციპალიტეტებში და ერთი მხრივ, მუნიციპალური თანხებით და მეორე მხრივ, დონორების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მასში აქტიურად იქნებიან ჩართულები სოფლის განვითარების სააგენტოს და „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მეორე ინიციატივა მენტორი ქალების პროგრამის შექმნას უკავშირდება, სადაც სახელმწიფო პროგრამებში წარმატებული ქალები დააინტერესებენ და დაეხმარებიან სხვა ქალებს, რომ მათთაც მიაღწიონ წარმატებას, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შემდეგ უკვე წარმატებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.
„ორივე ამ საკითხთან დაკავშირებთ სააგენტოების წარმომადგენელებმა მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობაზე და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება საინტერსო ორი პროექტის პრეზენტაცია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი