მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია

60c9c0d2a22a5
ინგა მურუსიძე
16.06.21 13:15
378
პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია. პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, ვებგვერდს ტექნიკური პრობლემა აქვს.

"გაცნობებთ, რომ ტექნიკური პრობლემის გამო, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით შეზღუდულია წვდომა. პრობლემის აღმოფხვრამდე ვერ ხერხდება საკომიტეტო სხდომებისა და სხვა საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია.

ყველა ღონისძიების ჩანაწერს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მოგვიანებით გაავრცელებს", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ყოველდღიურად, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს მიმდინარე ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია. ღონისძიებები დღესაც მიმდინარეობს, თუმცა ლაივ-ღონისძიებების გარეშე.