მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის პლენარული სხდომა დარბაზში არსებული მძაფრი სუნის გამო დროებით შეწყდა

5df2096aa61b8
ინგა მურუსიძე
12.12.19 13:31
1128
პარლამენტის პლენარული სხდომა დარბაზში არსებული მძაფრი სუნის გამო შეწყდა. როგორც სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა ოპოზიციიდან და რაღაც ხსნარი გაუშვეს.

„ორი დეპუტატი შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“, რაღაც ხსნარი მოასხეს, ოღონდ ზუსტად სად, მე არ ვიცი, ამის შემდეგ ძალიან მძაფრი სუნი დადგა. ადამიანები ცუდად გახდნენ. ახლა შეისწავლიან, რა იყო ეს ქიმიური ნივთიერება, მაგრამ დიდი ეჭვია, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

თავის მხრივ, დამოუკიდებელი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით, მან სუნი იგრძნო, თუმცა არა ძალიან მძაფრად.

„დარბაზში ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი მსუბუქი ყნოსვითი შეგრძნებები არ მაქვს, რომ ასე მძაფრად მეგრძნო სუნი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.