20.ივლისი .2021 19:15

პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება
views 241
უკან

პარლამენტის 2021 წლის 28 ივნისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.

პლენარული სხდომა 22 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება და ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.

ყველაფერი, რაც 2021 წლის ბიუჯეტში იცვლება

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა