მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშლება, რადგან "ოცნება" დასწრებას არ აპირებს

621875a935bc9
ინგა მურუსიძე
25.02.22 10:27
997
დღეს უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა, სალომე ზურაბიშვილმა კი შესაბამისი განკარგულება გუშინვე გამოსცა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სხდომას, რომელიც დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ დაესწრება.

„ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. ჩვენ ვხედავთ და ბოლო დღეებში ვართ მოწმე, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი აქციოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ვხედავთ დეზინფორმაციის ტალღას, რომელიც მოდის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მიღებული რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც მეტყველებს უკრაინასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის გადაწყვეტილების არსიც ეს არის, რომ ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ოპოზიციას, რომ ეს საკითხი შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგისთვის იქნას გამოყენებული. უკრაინის საკითხი საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც არის, თუმცა ეს არ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, როგორც ამის გამოყენებას ოპოზიცია ცდილობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ერთი მხრივ ამბობს, რომ უნდათ ერთიანობის გამოჩენა, ხოლო მეორე მხრივ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული მთავრობა. „ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთიანობა მათ არ სურთ“, - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვისთვის საჭიროა ქვორუმი, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო ვერ შედგება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხდომა ვერ გაიმართება.