მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი III კვარტალში ტურიზმის 90%-ით კლებას პროგნოზირებს

5f43a81c3c75b
თამთა ჯიჯავაძე
24.08.20 16:30
1028
"2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ტურიზმის მოცულობა, დაახლოებით, 90%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც", -  ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ ტემპს ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას ნაწილობრივ დააკომპენსირებს შიდა ტურიზმის აქტივობა. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ტურიზმის იმპორტის ნაწილი  შიდა ტურიზმზე გადმოერთვება.

ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 45,842 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 94.8%-ით ნაკლებია.