პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მეორე კვარტალში ეკონომიკის 10.7%-იან შემცირებას ელოდება. ამის შესახებ ეკონომიკური ზრდის კვარტალური ზრდის პროგნოზში წერია, რომელიც მეორე კვარტლის პროგნოზებს ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას განსაზღვრავს წმინდა ექსპორტის (+4.1%) და აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) (-14.8%) კომპონენტები.
საბიუჯეტო ოფისი განმარტავს, რომ მშპ-ის მოსალოდნელი კლება განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.
მათი ცნობით, ერთი მხრივ, მოსახლეობის თვითიზოლაცია და სხვადასხვა ტიპის აკრძალვები განაპირობებენ ერთობლივი მოთხოვნის ძლიერ შემცირებას, მეორეს მხრივ სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება და ინვესტიციების შემცირება ეკონომიკაში განაპირობებენ ძლიერი მიწოდების შოკს. აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს:
- რომ მეორე კვარტალში ტურიზმის მოცულობა თითქმის განულდება, თუმცა ამავე დროს განულდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც.
- მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე და მომსახურების სექტორში.
- მკვეთრად შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენმთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.
- მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მკვეთრი კლებაც
შემცირებული მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც, ამას თან ერთვის ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული ფასისმიერი კლების ეფექტიც ენერგომატარებლების იმპორტზე.
- მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდება ექსპორტის მოცულობაც.
“აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ იმპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი +4.1%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (განსაკუთრებით კერძო ინვესტიციების შემცირების გამო) და მშპ-ს ცვლილებას -14.8 %-ული პუნქტით განაპირობებს”,- ნათქვამია საბიუჯეტო ოფისის პროგნოზში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი