მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა 4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

6200e1dc5d144
ინგა მურუსიძე
07.02.22 15:25
906
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

საქმე ეხება ოთხ დეპუტატს: "ქართული ოცნების" წევრ კახა კუჭავას, „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს.

რაც შეეხება მიზეზებს, კახა კუჭავამ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს თავად მიმართა, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა, საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილი განაჩენი გახდეს, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში - სხდომების არასაპატიო გაცდენები.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუროს გადაეგზავნება, ხოლო ამის შემდეგ მას დეპუტატები სესიაზე განიხილავენ.