მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება

612e3dc89251d
თელარა გელანტია
31.08.21 18:44
721
მე-10 მოწვევის პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიხსნება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვემზადებით საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს - 7 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთი თვით შევწყვეტთ მუშაობას, თუმცა საჭიროა, ჩავატაროთ ბიუროს სხდომა და საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ.

მომავალ კვირაში კიდევ ერთი ბიუროს სხდომა გაიმართება და საშემოდგომო სესიას გავხსნით უკვე 7 სექტემბერს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.