03.სექტემბერი .2019 12:15

პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენითა და ხმაურით დაიწყო

views 302
უკან

პარლამენტის საშემოედგომო სესია ხმაურით დაიწყო. დარბაზში სახელმწიფო ჰიმნის დასრულებას და სესიის გახსნას ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სტვენით შეხვდა. ისინი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ. პარლამენტის გარეთ კი აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს, რომელიც უკვე თვეებია სწორედ უკვე ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენებას “გავრილოვის ღამის” შემდეგ ითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს სიტუაციის დარეგულირებისკენ მოუწოდა. თუმცა, სესია სამუშაო რეჟიმში ჯერ არ დაბრუნებულა.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დღეს საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. მთავრობის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი.

გახარია დღეს დილით პარტია “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ წარადგინა. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ კი თანამდებობა გუშინ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა