10.ივნისი .2021 20:37

პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის და ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის და ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
views 194
უკან

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი არ იცვლება და 53 მლნ 696 ათასი ლარს შეადგენს.

„2022 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30 მლნ 7 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი - 17 მლნ 589 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.