მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ყოფილი შენობა არაჩვეულებრივი ადგილია საკონფერენციო ფორუმებისთვის - პრეზიდენტი

627e4c30d23fa
BM.GE
13.05.22 16:08
1160
პარლამენტის ყოფილი შენობა არაჩვეულებრივი ადგილია საკონფერენციო ფორუმებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

“დიდი ხანია ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამ შენობების ასე დატოვება, ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი შეიქმნას საკონფერენციო ფორუმებისთვის შეხვედრების ადგილი, გვერდით არის წყალტუბო და ამის კარგად გამოყენება შეიძლება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი კი ქუთაისის პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიააზე "ტექნოპარკის" და მინი "სილიკონ ველის" მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა 30 აპრილს, ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

„აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა.

ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი.

შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის“ მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.