კანონის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.
თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
„ძნელია გადააჭარბო ამ რეფორმის შეფასებას. რისკები, გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება რადგან შეუძლებელია 25 წლიანი ჰორიზონტის მთლიანად დათვლა და შეფასება, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ კანონში დღესდღეობით ჩადებულია როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ის გაკვეთილები, რომლებიც გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნებში წარუმატებელი შედეგებიდან გამოიტანა. ჩვენ არ ველოდებით რომ ეს იქნება ისეთი შედეგების მომტანი, რომელიც ჩვენ დაგვაახლოებს ისეთ პენსიების დონეს, რომელიც აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, სადაც ჩანაცვლების კოეფიციენტები 70-80%-ს აღწევს, მაგრამ დღევანდელი 18%-დან 50 %-ზე ასვლა არის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ღირსეული პენსია ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავდეთ და უზრუნველვყავით ისეთი მექანიზმი, რომ მოქალაქეთა შენატანი ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც ინფლაციის რისკიდან, ისე არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობისგან“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
როგორც მიქაბაძემ bm.ge-ს ცოტა ხნის წინ განუცხადა, საპენსიო დანაზოგების შეგროვება და კონტრიბუცია 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება.
„დაგრივებითი პენსიის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემდეგი ეტაპი საპენსიო სააგენტოს შექმნაა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი