მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

5d7f658217ba0
BM.GE
16.09.19 14:29
506
საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა.


როგორც bm.ge-ის პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ექვსი თვის განმავლობაში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა სტრატეგიით გათვალისწინებულ თითოეულ მიზანს და ამოცანას ცალკე სხდომა მიუძღვნა და მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საპარლამენტო ორგანოს რეკომენდაციები ჩამოაყალიბა.



სამუშაო ჯგუფი შედგებოდა ყველა საპარლამენტო სუბიექტისგან. ძირითადი რეკომენდაციები ეხება თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდას საჯარო და ადგილობრივი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში და ამისათვის სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვას. ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი მატერიალური, ქონებრივი, ფინანსური რესურსებით და უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებული, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.



"რეკომენდაციებში გამოვკვეთეთ პარლამენტის როლი და მის წინაშე აგნარიშვალდებულების საკითხი. კერძოდ, პარლამენტი გაუწევს ზედამხედველობას რეფორმის პროცესს და შეაფასებს რეფორმას სხვადასხვა ეტაპზე.

ეს რეფორმა ერთიორად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თვითმმართველობებმა კიდევ უფრო უკეთ, ეფექტურად და ამისათვის საჭირო რესურსით უპასუხონ ადგილებზე მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს", - აცხადებს დეპუტატი ზაზა გაბუნია.



დეცენტრალიზაციის რეფორმის დოკუმენტზე პარლამენტის რეკომენდაციები დღეს წარედგინება ბიუროს და მის შემდეგ გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში.