მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

633d513e94c25
ინგა მურუსიძე
05.10.22 13:39
780
საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო 88 ხმით, პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი გააცნო.

„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნას გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღნიშნულ საკითხს პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.