მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა პრეზიდენტს 5 მარტს წლიური ანგარიშის წარდგენაზე უარი უთხრა

6221cac050394
თელარა გელანტია
04.03.22 13:47
2650
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 5 მარტს წლიური ანგარიშის წარდგენაზე უარი უთხრა.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

„მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია“, - თქვა ბიუროს სხდომაზე მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიში საჩქარო არაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი მზადაა, მომდევნო, პირველივე პლენარულ სხდომაზე მოუსმინოს. 

„ზოგადად, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის თარიღის შეთანხმება უნდა მოხდეს კონსულტაციების შედეგად. შემდეგი პლენარული სხდომა გვაქვს 15 მარტს და პრეზიდენტს სწორედ ამ თარიღს ვთავაზობთ სიტყვით გამოსვლისთვის. კარგი იქნება ამაზე პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა და ზოგადად, კონსულტაციების გამართვა ყოველწლიური მოხსენების თარიღთან დაკავშირებით“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა პარლამენტს 5 მარტს წლიური ანგარიშით წარდგენის შესახებ 2 მარტს აცნობა.