მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროეტი პირველი მოსმენით მიიღო

5f0f0e91544cb
ინგა მურუსიძე
15.07.20 18:10
1653
პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა დღეს გაიმართა და მას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე რამდენიმე დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა.

სატელეკომუნუკაციო კომპანიები იმ ფორმით მის მიღებას აპროტესტებდნენ, რა ფორმითაც მთავრობამ დააინიცირა. საბოლოოდ, ღია და დახურული შეხვედრების და კონსულტაციების შედეგად, მხარეებს შორის კონსესუსი შედგა.
რაც შეეხება კანონპროექტს, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, იცვლება კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნული სპეციალური მმართველის უფლებამოსილება. კანონის ახალი ვერსიით, სპეციალურ მმართველს აღარ ექნება უფლება მოახდინოს კომპანიის წილების რეალიზება.

ცვლილებებით კანონპროექტი ასე ჩამოყალიბდა:

მუხლი 46(1): "კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები 1. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 26-ე - 27-ე მუხლების დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ამ კანონის 45-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

მუხლი 11: კომისია აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) ის უფლებამოსილება რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის შესასრულებლად, გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა.

ასევე:

ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სპეციალური მმართველი ასევე შეიძლება დაინიშნოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 34-ე - 35-ე მუხლებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ამ კანონის 45-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური მმართველი ინიშნება და მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14, მე-16 - მე-20 პუნქტის შესაბამისად.