„გასულ წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განვიხილეთ პარლამენტში შემოსული საკითხების თითქმის 50%“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში 37 სხდომა ჩაატარა, რომელზეც 350 საკითხი განიხილეს, მათ შორის, 263 კანონპროექტი. ასევე, განხილულ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 12 ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 30 ანგარიში და 25 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია.
„გასულ წელს სამი საბიუჯეტო პროცესი გვქონდა: პირველი დაგეგმილი - 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, ხოლო ორჯერ განხორციელდა ცვლილებები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯამში 7 ჯერ შემოვიდა ბიუჯეტის პროექტი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. ასევე, მისი თქმით, კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები აისახა საერთაშორისო შეფასებებში:
„ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021 - საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის. საქართველო პირველ ადგილზეა საპარლამენტო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც; საქართველომ ასევე პირველი ადგილი დაიკავა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
დღეს პარლამენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის 160 გვერდიანი ანგარიში მოისმინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი