მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლია შავგულიძე აირჩია

628cfba622d8b
BM.GE
24.05.22 19:33
780
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი დაამტკიცეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლია შავგულიძის კანდიდატურას დეპუტატებმა 52 ხმით დაუჭირეს მხარი.

ლია შავგულიძის კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი.

„მოკლედ, რა დროს ეგაა ამ ომში, უხერხულიცაა, მაგრამ არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო საპარლამენტო ოპოზიციას იმისთვის, რომ მხარი დამიჭირა და ბოლომდე გაიტანა ჩემი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შევრცხვე, სადმე ოდესმე „ტყუილად ხარ მანდო“ - ვინმემ რომ არ თქვას და საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ხალხის ნდობის და ინტერესის გაზრდაზე ვიმუშავებ მთელი მონდომებით. ყველას დიდი მადლობა, ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს, გირჩებს, გახარიას გუნდს და მოქალაქეებს, ასევე გიორგი ვაშაძის გუნდის წევრებს, ასევე ფრიდონ ინჯიას გუნდს“,-წერს ლია შავგულიძე სოციალურ ქსელში.