01.ივლისი .2022 17:12

პარლამენტს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა წარედგინება - ირაკლი კობახიძე

პარლამენტს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა წარედგინება - ირაკლი კობახიძე
views 510
უკან

პარლამენტს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა წარედგინება.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის რეკომენდაციების სხვა პუნქტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან მიმართებითაც "ქართული ოცნება" საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს.

ცნობისთვის, 24 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი მოსაზრებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება. 

"კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ "ქართული ოცნების" მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არც ჩვენი პარტიის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

აქედან გამომდინარე თეორიულად სამ ვერსიაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უფრო ფართო დისკუსია უნდა იყოს ამ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა