მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში 15-ის ნაცვლად 13 კომიტეტი იქნება

5ecd0ee41d34e
BM.GE
26.05.20 16:49
1468
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან.

საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სუ 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია:

• ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
• განათლებისა და მეცნიერების;
• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
• დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
• ევროპასთან ინტეგრაციის;
• თავდაცვისა და უშიშროების;
• იურიდიულ საკითხთა;
• რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
• საგარეო ურთიერთობათა;
• საპროცედურო საკითხთა და წესების;
• საფინანსო-საბიუჯეტო;
• კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;
• ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.“.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​