მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში 27 მაისს პრემიერსა და 3 მინისტრს მოუსმენენ

628de3e9326e9
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 12:21
673
საქართველოს პარლამენტში 27 მაისს პრემიერ-მინისტრსა და 3 მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

ბიუროზე კენჭი უყარეს იმას, რომ მთავრობის წევრების მოსმენა 28 მაისს ღამის საათებშიც გაგრძელდეს.

„პარასკევს გვაქვს ინტერპელაცია და პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და სამი მინისტრი მოდის. რეგლამენტის მიხედვით, თითოეულზე 2:45 საათი იქნება გათვლილი; რადგან ეს 12:00 საათზე დაიწყება, შესაძლოა, ხანგრძლივობა ღამის 12 საათსაც გადასცდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის: 27 მაისს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება. ინტერპელაციის წესით პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.