მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს და ლევან დავითაშვილს ელოდებიან

600935790e37f
ინგა მურუსიძე
21.01.21 12:03
673
პარლამენტში დღეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდება და კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება პირველ ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს, ის  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან გამართავს შეხვედრას, განხილვის თემა კი სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო გეგმები იქნება.