დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. დარჩიაშვილი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, ტარიელ ნაკაიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, ხათუნა სამნიძემ და დავით ბაქრაძემ დაიბარეს.
დარჩიაშვილს შემდეგ კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა:
1. როგორც ცნობილია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შესახებ, რომლის პროექტის თანახმად, 49 წლით 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის:
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ბიჭვინთის ანექსიის საკითხზე და განგვიმარტოთ თუ რით ხსნით თქვენი უწყების დუმილს ამ საკითხთან დაკავშირებით?
რა პოზიცია გაქვთ და რა ღონისძიებებს მიმართავს თქვენი უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით?
2. ჩვენს რეგიონში ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს აქვთ მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გაიხსნას სატრანსპორტო კორიდორები. ამის საპირისპიროდ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვას სატრანსპორტო კორიდორებში თურქეთთან და სომხეთთან:
რას აკეთებს თქვენი უწყება საქართველოს როლის წარმოჩინებისთვის?
რა ხედვა და სტრატეგია გაქვთ და როგორ უპირისპირდებით რუსეთის ამ მცდელობებს?
3. მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა რუსეთთან ომში არჩართვით, ისევე როგორც აცხადებდა, რომ დასავლეთს სურდა საქართველოს ომში ჩართვა.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ უწყების პოზიცია საქართველოში გაძლიერებული ანტიდასავლური კამპანიის შესახებ?
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ახორციელებს სტრატეგიით ზემოთაღნიშნულ ამოცანას თქვენი უწყება და რა არის თქვენი, როგორც უწყების ხელმძღვანელის პოზიცია?
გარდა ამისა, დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრისგან ითხოვენ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყნებში გამართულ ვიზიტებზე.
რაც შეეხება ინტერპელაციის წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას, რეგლამენტით გათვალისწინებულია შეკითხვის ადრესატის მხრიდან წერილობით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემა. გათვალისწინებულია ასევე კითხვების ავტორების ჩაკითხვები და მომხსენებლის სიტყვით გამოსვლა.
სურვილის შემთხვევაში ფრაქციებს, და უფრაქციო დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი