16.მარტი .2020 15:40

პარლამენტში მედია საშუალებების საქმიანობისთვის ახალი წესები განისაზღვრა

views 189
უკან

საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამი (3) ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები:

A კორპუსი მე-3 სართულის ფოიე;
B კორპუსი მე-2 სართული - ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე;
B კორპუსი მე-3 სართული - პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე.

„აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია (სტრიმინგი) განხორციელდება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. www.parliament.ge (ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ვიდეო მასალას მოგაწვდით პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი).

სასურველია, პარლამენტის სასახლეში დღის განმავლობაში ერთი მედია საშუალების მხოლოდ ორი (2) სამუშაო ჯგუფი იყოს წარმოდგენილი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა