მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში მსჯელობენ, უნდა ატარონ თუ არა პირბადე აბიტურიენტებმა

5ee20d897c77d
დავით ჯალაღონია
11.06.20 15:03
904
პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის მიხედვით დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი - 500 ლარით.

როგორც კანონპროექტის წარდგენისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონში ზოგადი პრინციპები გაიწერება, უფრო კონკრეტულად კი, რა ტიპის დაწესებულებებში იქნება გამონაკლისად დაშვებული პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნა, ამას მთავრობა განსაზღვრავს.

დეპუტატების კითხვების საპასუხოდ, რაც აბიტურიენტებისთვის გამოცდებზე შესასრულებელ წესებს ეხებოდა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ იქნება თუ არა მათთვის პირბადის ტარება სავალდებულო, ამ საკითხსაც მთავრობა დაარეგულირებს.

"რა თქმა უნდა აბიტურიენტებს, როდესაც ისინი აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ კომფორტი, რომ კარგად მომზადებულებმა, კარგად დაწერონ და ჩააბარონ ეს გამოცდები, შესაბამისად იქაც უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა. პირბადის ტარება, რა თქმა უნდა სიცხეში, ზაფხულში ძალიან რთულია, განსაკუთრებით ასეთი საპასუხისმგებლო საქმის დროს, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდნენ აბიტურიენტები, ამიტომ აქაც მუშავდება, წესები, რომელსაც განათლების სამინისტრო, მთავრობა ჩვენს აბიტურიენტებს წარუდგენს და წინასწარ ეცოდინებათ, როგორი წესებით ჩატარდება გამოცდა, ისე რომ ერთის მხრივ, წესები იყოს დაცული და მეორეს მხრივ, აბიტურიენტებს კომფორტი ჰქონდეთ შექმნილი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა ქმედებების და წესების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა, სადაც წერია, რომ აბიტურიენტებმა გამოცდაზე პირბადე უნდა ატარონ.