მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ნათია თურნავას მოხსენება გადაიდო – მიზეზი დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებაა

5df38e1fee8f8
BM.GE
13.12.19 17:10
1330
დღეს პარლამენტში პლენარული სესია აღარ გაგრძელდება, შესაბამისად, „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მოხსენება გადაიდო.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებაა.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, – წერია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.